09 აგვისტო 2026,   19:52
ვრცლად
ჩვენ გვქონდა განცხადებები, მოწოდებები, რომ კრიზისი იყო, შექმნილი იყო არასწორი მიმართულება ევრობიუროკრატიაში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ გალაშქვრა ხდებოდა და დღესაც არ არის შენელებული - გურამ მაჭარაშვილი

ევროსტრუქტურებში არსებულ კრიზისზე კიდევ ერთხელ საუბრობს "ხალხის ძალა". პარტიაში აცხადებენ, რომ არც ერთი გაერთიანება არ არის თვითმიზანი, თუ ის საქართველოს ინეტერსებს არ პასუხობს.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე "ხალხის ძალა" 2022 წლიდან საურობს.

საგარეო კურსზე დებატების დაწყების ინიციატივით გამოვიდა "ნეიტრალური საქართველო". პოლიტიკური გაერთიანება მიიჩნევს, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში ევროინტეგრაცია საქართველოს სუვერენულ ინტერესებს აღარ პასუხობს. მათი თქმით, ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებმა, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე, ეჭვქვეშ დააყენა, რამდენად სწორია ეს გზა, რაც მათი შეფასებით, კონსტიტუციური ჩანაწერის გადახედვის საფუძველი უნდა გახდეს.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციური ამოცანაა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან არგუმენტირებული დებატებისთვის მზად არიან.

"ჩვენ გვქონდა პირდაპირი გამოსვლები, განცხადებები, მოწოდებები, რომ კრიზისი იყო და შექმნილი იყო არასწორი მიმართულება ევრობიუროკრატიაში, ევროკავშირის სტრუქტურებში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ გალაშქვრა ხდებოდა და დღესაც არ არის შენელებული. ეს ჩვენ, "ხალხის ძალას", არაერთხელ გვითქვამს 2022 წლიდან დაწყებული... არცერთ გაერთიანებაში თვითმიზანი არ ყოფილა საქართველოს გაერთიანება, თუ ის არ ესადაგება საქართველოს ინტერესებს. დღესაც ზუსტად ამ პოზიციაზე ვართ. განცხადებებიც, კომენტარებიც, შეხვედრებიც, დებატებიც და ყველაფერი დაწყებული გვქონდა იმიტომ, რომ დღემდე ასე ვაგრძელებთ - სიმართლე უნდა გვუთხრათ საზოგადოებას", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები