"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს მათი პარტიის ინიციატივას საგარეო კურსზე დებატების დაწყების შესახებ. მისი თქმით, ახალ მსოფლიო რეალობაში ევროინტეგრაცია საქართველოს სუვერენულ ინტერესებს აღარ პასუხობს.
"ევროკავშირის დეგრადაცია არ არის დროებითი და შემთხვევითი მოვლენა. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავალი განვითარების საკითხი ვერ იქნება დამოკიდებული უსაფუძვლო რწმენაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაჯდეს დებატებში. მოვუწოდებთ, მათ შორის, ტელეკომპანიებს რომ, პირველ რიგში, სწორედ ეს თემა აიღონ და გამოიტანონ საჯარო დისკუსიაზე, რათა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ, რომ დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები არის საფრთხის შემცველი, მოვთხოვოთ მათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რადიკალური ცვლილებების შეტანა," - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.