საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო მატარებლების შეკეთების პროცესი დაიწყო. ზაფხულის სეზონისთვის რკინიგზას განახლებული მატარებლები ეყოლება.
“საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ სამგზავრო მატარებლების განახლების სამუშაოები დაათვალიერა, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. როგორც რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ორი მატარებლის შეკეთება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია კიდევ სამი მატარებლის განახლება.