ორმა ადგილობრივმა სტარტაპმა "ინოვაციური სტარტაპის სტატუსი" მიიღო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ 0 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი და სხვა შეღავათები მიენიჭებათ.
აღნიშნული მექანიზმი მიზნად ისახავს სტარტაპებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებას და ამგვარად ინოვაციური საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას.