სკანდალურ დოკუმენტებზე დისკუსია გრძელდება - შტატებმა ბრიუსელის ცენზორები ამხილა. ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს აფასებს, რომლის თანახმად, ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში, TikTok-მა "სიძულვილის ენად" მიიჩნია და ცენზურა დააწესა შემდეგ ფრაზებზე: "არსებობს მხოლოდ ორი სქესი", "ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები" და "შეაჩერეთ ბავშვების სექსუალიზაცია". ევროპარლამენტარი ინტერესდება, რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი, თუკი ეს ფრაზები სიძულვილია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებებს დემოკრატიული წესით იღებენ.
"ევროკავშირში, ცხადია გადაწყვეტილებები მიიღება დემოკრატიული წესით და იქ არ არის პრობლემა", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.