09 აგვისტო 2026,   13:40
ვრცლად
ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2026 თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს

ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე, FRUIT LOGISTICA, საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2026 თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.

წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ძირითადად ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიები.

FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთათვის. წელს გამოფენაში სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.

დღის ამბები