აფეთქებებია კვლავ უკრაინის დედაქალაქში. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ოკუპანტების სამიზნე გახდა სუმის ოლქიც. რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მშვიდობიანმა მოქალაქემ. მედიკოსები დაჭრილების გადარჩენას ცდილობენ.
კრიტიკული რჩება ქვეყნის ენერგოსისტემაში არსებული მდგომარეობა. რეგიონში ათასობით ოჯახი ყინვის პირობებში გათბობის გარეშე რჩება.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იმედი აქვს ომი დიპლომატიური გზით მომდევნო წელს დასრულდება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიას განუცხადა, ომში უკრაინის არმიის დანაკარგები 55 000 ადამიანს აღწევს, თუმცა, "ფრანც ინფო" აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კვლევითი ცენტრების ინფორმაციით, დაღუპულების რიცხვი შესაძლოა ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს.