18 ივნისი 2026,   23:40
ვრცლად
შვეიცარიული ბანკი ნაცისტურ რეჟიმთან დაკავშირებული ასობით ანგარიშის მფარველობაშია მხილებული - ახალი სკანდალი "კრედიტ სუისის" გარშემო

ახალი სკანდალი "კრედიტ სუისის" გარშემო. შვეიცარიული ბანკი ნაცისტურ რეჟიმთან დაკავშირებული ასობით ანგარიშის მფარველობაშია მხილებული. საუბარია ადოლფ ჰიტლერის თანამებრძოლების თანხების შენახვაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არგენტინაში გაიქცნენ.

გამოძიების დეტალები ამერიკელმა სენატორმა ჩაკ გრასლიმ გაასაჯაროვა. საკითხზე შტატებში უკვე გაიმართა პირველი მოსმენაც.

ამ დროის მონაცემებით, გაშიფრულია 890 ანგარიშია, რომელთა ნაწილიც გამოძიების თანახმად ჯერ კიდევ 2020 წელს აქტიური იყო. მედია გამოცემები წერენ იმასაც, რომ ამ დრომდე "კრედიტ სუისი" აქტიურად ცდილობდა ხელი შეეშალა საგამოძიებო ღონისძიებებისთვის და ამ მიზნით, სამსახურიდან ადამიანებსაც კი ათავისუფლებდა.

დღის ამბები