შტატების პრეზიდენტი ისევ აცხადებს, რომ ამერიკული სამხედრო ფლოტი ირანისკენ მიემართება. მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი ითხოვს თეირანმა უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე.
"აქსიოსი", წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ შტატებისა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს საკითხზე შეთანხმების დასადებად პარასკევს სტამბოლში შეხვდებიან. დაგეგმილია შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაც.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა, ურანის გამდიდრების დონე 60-დან 20%-მდე შეამციროს.