10 აგვისტო 2026,   23:14
ვრცლად
პარტია"საქართველოსთვის", "რუსთავი 2"-ის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, მიზეზს კი განცხადებაში განმარტავს

გახარიას პარტია, "რუსთავი 2"-ის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და მიზეზს განცხადებით განმარტავს.

პარტია"საქართველოსთვის", შეთავაზებულ ფორმატს ფარსს, ხოლო პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც დისკუსიაში მონაწილეობას დათანხმდნენ, სატელიტ პარტიებს უწოდებს.

"დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა - დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. დებატებზე უარი სამწუხაროდ "ოცნებამ"თავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ არხებზე დებატების გახსნას. თუმცა შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განაპირობებს. ის, რაც "რუსთავი 2-მა" 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც "ოცნებას" საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება - დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა.

თუ "ოცნება" საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ - ჩვენ მზად ვართ ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიზიაში", - აღნიშნულია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები