09 აგვისტო 2026,   21:08
ვრცლად
ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა - ლევან მაჭავარიანი ქეთევან გორჯესტანის განცხადებებზე

სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადება არც მოულოდნელი და არც გასაკვირი ყოფილა "ქართული ოცნებისთვის". მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მსგავსად, გორჯესტანისთვისაც, მთავარი პრობლემა შტატების 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკა და გადაწყვეტილებებია, რომელიც სრულად აცდენილია ოპოზიციისას და თანხვედრაშია "ქართული ოცნების" პოლიტიკასთან.

"ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა. ქალბატონი ზურაბიშვილი და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, ვიცით როგორ ლანძღავენ ბატონ ტრამპს უკვე წლების განმავლობაში. მიზეზი ძალიან მარტივი არის, ბატონი დონალდ ტრამპი ულტრამემარცხენე იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგი არის და იგი ეწინააღმდეგება არალეგალურ მიგრაციას. შესაბასმიასდ, ეს ძალიან არ მოსწონთ ჩვენს რადიკალებს. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას იმასაც, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონი, არც ერთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას მხარი არ დაუჭერია. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უფრო რაც აღიზიანებთ ბატონ დონალდ ტრამპში. მან პირდაპირ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სულ არსებობს ორი სქესი, კაცი ვერ გახდება ქალი და პირიქით, და ეს რადიკალებისთვის არის წარმოუდგენელი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები