21 ივნისი 2026,   14:32
ვრცლად
მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცული არიან - ორბანი

მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცული არიან - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ვიქტორ ორბანის განმარტებით, ბრიუსელი ამ მოცემულობას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ენერგეტიკული ლობისტები წყვეტენ, უნგრეთში კი – ხალხი.

ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, "ევროპელებს არ სურთ, მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და არც უკრაინა სურთ ევროკავშირში".

"ცენტრალური ევროპა თუ მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება და თავის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს. ადგომის დროა, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ", – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები