21 ივნისი 2026,   16:42
ვრცლად
ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ დაწესდება - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გავლისთვის გადასახადი არც ახლა და არც 60-დღიანი პერიოდის დასრულების შემდეგ არ დაწესდება.

როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პირობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის არის განსაზღვრული.

"ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი. არც 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იქნება გადასახადები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმება არ გაფორმდება იმ მომსახურებისთვის, რომელიც აშშ-მა გაუწია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, როგორც მათმა "მფარველმა ანგელოზმა" წარსული, მიმდინარე და მომავალი ხარჯების ანაზღაურების მიზნით", – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

დღის ამბები