21 ივნისი 2026,   17:52
ვრცლად
"სტიქიამ საგრძნობლად დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა საცხოვრებელი სახლების სახურავებს" - ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ახმეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი, მათ შორის, პანკისის ხეობის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ინფრასტრუქტურა დააზიანა, ხოლო სეტყვამ მოსავალი გაანადგურა.

ადგილზე მობილიზებულები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, რა სახის დახმარებას მიიღებენ დაზარალებული ოჯახები.

"სეტყვამ საგრძნობლად დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა საცხოვრებელი სახლების სახურავებს, გადახადა სახურავები. ასევე, დაგლიჯა ხეები, ჩაიკეტა შიდა საუბნო გზები. ამჟამად სამაშველო სამსახურის მიერ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ვითვლით ზარალს, სახურავების კუთხით რაც არის," - განაცხადა ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

დღის ამბები