09 აგვისტო 2026,   13:21
ვრცლად
"უნდა შევძლოთ რუსეთის ლიდერთან კონტაქტის შენარჩუნება ამა თუ იმ ფორმატით, ამის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას" - ზელენსკი

უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყანაში ისევ ენერგოკრიზისია, მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -20 ან უფრო დაბალ მაჩვენებელსაც აღწევს. გრძელდება შეტაკებები ფრონტის ხაზზეც. მთავარი კითხვა კი ისევ უცვლელია, როდის შეძლებენ ომში ჩართული მხარეები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას?!

ამერიკის შეერთებული შტატების მომლაპარაკებელი რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. სტივ უიტკოფი წერს, რომ რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.

რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, სხვაგვარად მომლაპარაკებლები ვერ შეძლებენ რიგ საკითხებზე შეთანხმებას.

"უნდა შევძლოთ რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ლიდერთან კონტაქტის შენარჩუნება, ამა თუ იმ ფორმატით, ამის გარეშე ჩვენი გუნდი ვერ შეძლებს რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ მგონია, რომელიმე ლიდერს შეეძლოს ამ კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარება. ასევე გვსურს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, აუცილებლად, ევროპა იყოს წარმოდგენილი, რადგან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია ევროკავშირში წევრობა, ასევე "მსურველთა კოალიცია." ჩვენ შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიებს ვენდობით, დოკუმენტი მზადაა. ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიებს ვენდობით, თითქმის ყველაფერი მზადაა. თუმცა, ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნების პარლამენტების ან აშშ-ის კონგრესის მიერ," - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები