"გოდერძიზე" ზამთრის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. კურორტზე წელს რამდენიმე ახალი სასტუმრო ამოქმედდა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად მზარდია ვიზიტორების რაოდენობაც.
2025 წელს, კურორტმა 25 000 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც დაახლოებით 19 პროცენტით აღემატება 2024 წლის მონაცემებს.
სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი" 2015 წელს გაიხსნა. იგი თოვლის მოყვარულებს სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი პეიზაჟებით იზიდავს. ამ ეტაპზე კურორტზე 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასებს ორი გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო ემსახურება.