ყალბი უცხოური ენჯეოები, ყალბ ესტონურ მისამართებზე და ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსახდენად - მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული არასამთავრობოები და ონლაინ გამოცემები ამხილა, მათ შორის ეკა გიგაურის და ნინო ლომჯარიას ორგანიზაციების ესტონური ოფისები, რომლებიც ესტონურ მისამართებზე, დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული, საერთაშორისო გამჭვირვალობამ გრანტების შესახებ კანონის წინააღმდეგ, ახალი კამპანია დაიწყო და
სოციალურ ქსელში ქარდები გამოაქვეყნა.
მმართველი გუნდი მანიპულაციასა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ რეალურად, კანონის მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა თუ რას ხმარდება საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსება.
პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, იმაზე საუბარი, რომ ვიღაც არის რეგისტრირებული ესტონეთში, ტყუილია:
"ქართულიოცნება" რეპრესიულ ნაბიჯებს დგამს."კეთილსინდისიერ ადამიანებს მათ შორის აკადემიური სივრციდან თუ ექნებათ გრანტი ისინი 6 წლით წავლენ ციხეში. ეს არის კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯი "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ შორის ნაბიჯი იმისთვის რომ გაანადგურონ სამოქალაქო საზოგადოება. იმაზე საუბარი, რომ ვიღაც არის რეგისტრირებული ესტონეთში არის ფარისევლობა და ტყუილი,"- აცხადებს ფარულავა.