ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ-მატარებელი დაინიშნა, რაც ორ პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს შეამცირებს. პირველი ბლოკ-მატარებლის ფოთის ტერმინალში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს "შუა დერეფანში" საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტიან გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მოთხოვნადს გახდის.