09 აგვისტო 2026,   17:59
ვრცლად
"იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არ შედგება" - ლევან მახაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენის გადადებაზე

ჰესლინკის კომისიამ საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენა გადადო. მიზეზად კომისიამ უამინდობა დაასახელა.

ოფიციალური განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, თუმცა ცნობილია, რომ ვაშინგტონში არსებული ყველა ფედერალური სამსახური დღეს მუშაობს და თანამშრომლებს მხოლოდ ერთ-საათიანი დაგვიანების უფლება აქვთ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია, შეერთებული შტატების კადრების მართვის ოფისის გვერდზეც.

დღეს დაგეგმილი იყო კომისიის თანათავმჯდომარის ჯო უილსონის და ლორა თორნტონის მოსმენა. საქართველოში NDI-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, რომელიც 2025 წლიდან ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და მას "სექსუალურ მოძალადეს" უწოდებს.

მმართველ გუნდში ეჭვი ეპარებათ, რომ მოსმენის გადადების მიზეზი უამინდობაა და იმ უხერხულობაზე საუბრობენ, რასაც კომისიაზე თორნტონის მიწვევა ქმნის.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰესლინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენის გადადებას მიესალმება.

ლევან მახაშვილის თქმით, მსგავსი მოსმენები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გადატვირთვას ხელს არ უწყობს.

"ვერ გეტყვით, რა არის რეალური მიზეზი, მაგრამ ამით რომ არც არაფერი დააკლდა და არც შეემატა სახელმწიფოს, ფაქტია. ძალიან კარგი, რომ გადაიდო, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას, თუ რაიმე უწყობს ხელს, ასეთი მოსმენები ნამდვილად არ არის.

საზოგადოებას მოუსმენია წინა გამოსვლები, ნახეს რეალურად რაზე იყოს საუბარი. ტყუილების გავრცელება და დაბრალება, ათასი იარლიყის მიწებება ქვეყნისთვის, ურთიერთობების გადატვირთვას ხელს ვერ შეუწყობს, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ეს მოსმენა გადაიდო. იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არ შედგება", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები