18 ივნისი 2026,   23:41
ვრცლად
არიზონაში სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა ერთი ადამიანი დაჭრა

არიზონაში სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა ერთი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. შემთხვევა პიმას ოლქის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

გავრცელებული ცნობებით, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაწყებულია გამოძიება. პროცესში ჩართულია FBI.

შეგახსენებთ, სხვადასხვა დროს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა ორი ადამიანი მოკლეს, რამაც შტატში მასშტაბური საპროტესტო აქციები და დაპირისპირება გამოიწვია.

დღის ამბები