14 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
რა მდგომარეობაა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით - საკითხზე ჟენევაში გაეროს ფორმატში იმსჯელეს

რა მდგომარეობაა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? - ამაზე ჟენევაში, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მსჯელობდნენ, სადაც საქართველოს დელეგაციამ შესაბამისი ანგარიში წარადგინა. ორგანიზებული დანაშაული, უკანონო მიგრაცია, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ნარკოდანაშაული, არასრულწლოვანთა დაცვა - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარტნიორებს დეტალურად გააცნეს ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ ყველა მიმართულებით გადადგა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია იმ საპოლიციო ღონისძიებების შესახებაც, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გატარდა.

საქართველო, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი, პარტნიორებისგან იღებს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაზეც ეროვნული ინტერესების ფარგლებში იმსჯელებს. სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა შეფასებები აქვთ. ეს იმ დისკუსიაზე გამოჩნდა, სადაც განცხადებები გაკეთდა მშვიდობიანი შეკრებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის დაცვაზე, ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის კონტექსტში.

მმართველი გუნდი კონკრეტულ გარემოებებზე მიუთითებს და ყურადღებას ამახვილებს პოლიციის მაღალ სტანდარტზეც. პარალელს ავლებს ამერიკასა და ევროპაში დემონსტრაციების დროს სამართალდამცველების მხრიდან გაცილებით მკაცრი რეაგირების პრაქტიკასთან, რაზეც მათი ოპონენტები აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანას განსხვავებული გამოწვევა აქვს. ამ კონტექსტში ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციები მშვიდობიანი იყო.

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება სრულადაა უზრუნველყოფილი - ამბობს "ქართული ოცნება" და განმარტავს, რომ ამაზე მეტყველებს ის საპროტესტო აქციებიც, რომლებიც მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად შეუფერხებლად ტარდება. უმრავლესობის თქმით, ქვეყანაში არსებულ პროგრესს ხედავს ყველა, გარდა იმ მიკერძოებული სუბიექტებისა, რომლებიც ფაქტებს ორმაგი სტანდარტით და ზედაპირულად აფასებენ.

საქართველოს დელეგაცია ჟენევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს 5 წელიწადში ერთხელ წარადგენენ.

მიერ ნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვას წინ უძღოდა იფსოსის საერთაშორისო კვლევა, რომელიც ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა. შედეგებმა კი აჩვენა, რომ დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება. მოსახლეობა საფრთხედ მიიჩნევს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას.

დღის ამბები