10 აგვისტო 2026,   22:01
ვრცლად
დებატები სჭირდება ხალხს. ხალხს არ უნდა უთხრა უარი, რომ გაიგონ, არის თუ არა ალტერნატიული აზრი, რომელიც სჯობს ხელისუფლების აზრს - თენგიზ შარმანაშვილი

დებატების კულტურის დაბრუნება საჯარო სივრცეში - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა.

ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას იზიარებს, ნაწილს საკუთარი პირობები აქვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჯანსაღი დისკუსია კი დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დებატებზე უარის თქმა საზოგადოებისთვის უარის თქმას ნიშნავს.

"დებატები სჭირდება ხალხს. ხალხს არ უნდა უთხრა უარი, რომ გაიგონ, არის თუ არა ალტერნატიული აზრი, რომელიც სჯობს ხელისუფლების აზრს. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელზეც იტყვიან, რომ ამის გამო არ მინდა მონაწილეობის მიღება, იმის გამო არ მინდა დებატებში მიღება - ეს ხალხის თვის უარის თქმა არის და არა კონკრეტული ოპონენტისთვის.

ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი არის ხალხთან დიალოგისგან თავის არიდება", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები