09 აგვისტო 2026,   20:53
ვრცლად
იგივე მიდგომები ნამდვილად არ გააჩნიათ, რაც ხდება აშშ-ში. პატარა საქართველოს მიმართ კი, რომელსაც სუვერენიტეტის დაცვა უნდოდა, ყველა იყო ძალმომრეობით აღსავსე - დავით მათიკაშვილი

მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს "ნეიტრალური საქართველო" გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში პარტია ორმაგ სტანდარტსა და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს.

ტექსტში ნათქვამია, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან დუმილია მინეაპოლისში არსებულ არეულობასა და სასაზღვრო სამსახურის აგენტების ძალადობაზე, რასაც ორი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა, მაშინ როდესაც ისინი მუდმივად რეაგირებენ გაცილებით უმნიშვნელო პროცესებზე საქართველოში.

"ნეიტრალური საქართველო" აქცენტს აკეთებს ბოლო 4 წლის განმავლობაში რევოლუციურ პროცესებზე, დამხობის მცდელობებზე, ძალადობაზე და ქართველი სამართალდამცველების საპასუხო ქმედებებზე, რასაც რიგი ევროპელი ლიდერები მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენებას უწოდებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიმართ ყველა იყო ძალმომრეობით აღსავსე. 

"ჩვენ გვახსოვს სრულიად თითიდან გამოწოვილი ტყუილებით სავსე წიაღსვლები, ეს კალასი იქნება თუ სხვა ევროჩინოვნიკები, ჩვენ გვახსოვს რადიკალიზმისგან არგამიჯვნა და მისი მხარდაჭერა. იგივე 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციების დროს როგორ ცდილობდნენ თავიანთი პოსტებით ემართათ და წაეხალისებინათ ეს ადამიანები.

იგივე მიდგომები ნამდვილად არ გააჩნიათ რაც ხდება აშშ-ში. პატარა საქართველოს მიმართ კი, რომელსაც თავისი სუვერენიტეტის დაცვა უნდოდა, ყველა იყო ძალმომრეობით აღსავსე", - აცხადებს მათიკაშვილი

დღის ამბები