საქართველო ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
ქართულ სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის კურორტებს, ტურისტულ პროდუქტებს და ნახულობენ საიმიჯო ვიდეორგოლებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შეხვედრებს მართავს საერთაშორისო მედიის, ავია და პიარ კომპანიების წარმომადგენლებთან.
გამოფენაში 550-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და მას 23 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.