რუსთავის სპორტის სასახლემ ქართული სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლა. კალათბურთელებს გულშემატკივარი სასახლესთან ოვაციით და წითელი ხალიჩით დახვდა.
მატჩი ლეგიონერების გამარჯვებით - 134:148 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშე მაირინ ტომასი, სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული დიჯეი დევისი, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული, კი ლუკა ხარაბაძე გახდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალი შედგა - რუსთავის მერმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რუსთაველების სახელით სპეციალური ჯილდო გადასცა.