18 ივნისი 2026,   23:50
ვრცლად
ინდონეზიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება - მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ 80 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ინდონეზიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ქვეყნის დასავლეთში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ამ დრომდე ვერ ხერხდება 80 ადამიანის პოვნა.

ოფიციალურად დასტურდება 10 მოქალაქის დაღუპვა.

სტიქიას წინ უძღოდა რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმები. არაერთი დატბორვის შემთხვევა დაფიქსირდა ჯაკარტაშიც. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.

დღის ამბები