19 ივნისი 2026,   06:14
ვრცლად
აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის არა მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი, არამედ ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა - მედიის ცნობით, მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლებმაც გამართეს

აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის არა მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი, არამედ ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა – ამის შესახებ სტატიას გამოცმეა "აქსიოსი" ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, გუშინ ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან. რუსული და უკრაინული მხარეები კი ერთმანეთს ამერიკელების დასწრების გარეშეც შეხვდნენ.

შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, ორდღიანი მოლაპარაკებების დროს განიხილეს ყველა საკითხი – რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, დავა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და დეესკალაციის ნაბიჯები.

უკრაინული მხარე კი ამბობს, რომ "მნიშვნელოვანი პროგრესი" იქნა მიღწეული, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება და მისცემს თუ არა ის თავის მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევის უფლებამოსილებას.

დღის ამბები