18 ივნისი 2026,   23:50
ვრცლად
"ამერიკის გლობალური ლიდერობა გამოწვევის წინაშეა, ვაშინგტონი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას რადიკალური გარდაქმნით პასუხობს" - ფრიდრიხ მერცი

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპის განცხადებები შეფასებების საგანია, მათ შორის, გრენლანდიის შეერთებული შტატებისთვის მიერთების საკითხი და ევროპის სახელმწიფოებისთვის სავაჭრო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილების გაუქმება.

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, გრენლანდიის საკითხი, შტატებსა და NATO-ელ მოკავშირეებს შორის დახურულ კარს მიღმა განიხილება.

ტრამპის განცხადებას, რომ სამხედრო გზით გრენლანდიას არ მიიერთებს, დადებითად აფასებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა ლარს ლოკე რასმუსენის თქმით, კუნძულთან მიმართებით ვაშინგტონის ამბიციები უცვლელი რჩება.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეფასებით კი, ამერიკის გლობალური ლიდერობა გამოწვევის წინაშეა. ვაშინგტონი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის რადიკალური გარდაქმნით პასუხობს.

"კარგი ამბავია, რომ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს სწორი მიმართულებით. მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს. ეს სწორი გზაა, რადგან ევროპული ტერიტორიის ძალით მოპოვების ნებისმიერი მუქარა მიუღებელი იქნებოდა, ახალი ტარიფები კი ძირს გამოუთხრიდა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძვლებს. ტარიფების დაწესებაზე ევროპის პასუხი იქნებოდა ერთიანი, მშვიდი, გაწონასწორებული და მტკიცე. ევროპა შეასრულებს "საშინაო დავალებას" და განახორციელებს ამბიციურ რეფორმებს, რომლებიც უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული. ამერიკის გლობალური ლიდერობა გამოწვევის წინაშეა, ვაშინგტონი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას რადიკალური გარდაქმნით პასუხობს," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

დღის ამბები