08 ივნისი 2026,   14:14
ვრცლად
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღო - დაკავებულია 28 წლის უკრაინის მოქალაქე მამაკაცი

სასტუმროს დარაჯმა "კურიერს" იმ ოთახის კარი გაუღო, სადაც სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს.

სარეალიზაციოდ გამზადებულ "მეთადონს" ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო წებოვან ლენტებს, პოლიეთილენის პარკებსა და ელექტროსასწორებს ოთახში 25 წლის მამაკაცი ინახავდა. მთავარი მტკიცებულებები ნარკოდანაშაულის საქმეში დევს.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, "კურიერის" ინფორმაციით, იური მოკოლა ხომიკიაა. ის რამდენიმე დღით ადრე ქუთაისში ჩავიდა და ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში დაბინავდა.

უკრაინის მოქალაქეს ხელბორკილები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზევე დაადეს. "კურიერის" ინფორმაციით, იმერეთის პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა, რომ გზადაგზა მამაკაცი ნარკოდანაშაულების სქემაში იყო ჩართული და ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა.

ეს კადრები ერთ-ერთ სამალავთან არის გადაღებული. იური მოკოლა ხომიკიამ პოლიციას ის ადგილი უჩვენა, სადაც მყიდველისთვის "მეთადონი" დატოვა. სამალავებში დადებული ნარკოტიკი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანაწარმოება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აღიარებს თუა რა 28 წლის უკრაინის მოქალაქე წარდგენილ ბრალს, უცნობია. "კურიერი" ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა ინტერესები დამცველმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

იური მიკოლა ხომიკიას, დანაშაულის დამტკიცების შეტევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებებით გრძელდება. არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების ვინაობაც დაადგინონ.

დღის ამბები