08 აგვისტო 2026,   03:57
ვრცლად
სპორტის მინისტრი ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა სპორტის მინისტრი. შეხვედრა ევროპის ხელბურთის ჩემპიონატის ფარგლებში შვედეთის ქალაქ მალმეში შედგა.

მხარეებმა საქართველოში ხელბურთის განვითარების შესახებ ისაუბრეს. სპორტის მინისტრმა ფედერაციის პრეზიდენტს ხელბურთის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით იმართება და მას დანია, ნორვეგია და შვედეთი ერთდროულად მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.

დღის ამბები