19 ივნისი 2026,   07:33
ვრცლად
უკრაინას რუსულმა ძალებმა ღამით 201 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს

უკრაინას რუსულმა ძალებმა ღამით 201 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მათგან 167 განადგურებულია. დრონით თავდასხმის შედეგად, 1 დაიღუპა და 2 ადამიანი დაშავდა ხარკოვში. ზაპოროჟიეს ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქი ვოლნიანსკი.

ღამით შეტევებს ახორციელებდა უკრაინაც. დრონები გაუშვეს ბესლანის მიმართულებით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა. ვლადიკავკაზის აეროპორტში, ასევე გროზნოსა და მაგასის აეროპორტებში დილიდან დაწესდა დროებითი შეზღუდვები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რეგიონებში ღამის განმავლობაში 63 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

დღის ამბები