18 ივნისი 2026,   23:43
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციის გიოქსუნის რაიონში, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 7.01 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დღის ამბები