08 აგვისტო 2026,   08:26
ვრცლად
საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს - ანგარიში, რომელიც გლობალური ეკონომიკის პერსპექტივებს მოიცავს, მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ანგარიში, რომელიც გლობალური ეკონომიკის პერსპექტივებს მოიცავს, მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს, 5.5 მეათედი პროცენტით გაიზრდება.

საქართველოს მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს კავკასიის რეგიონში სომხეთის ეკონომიკა 4.9 მეათედით, აზერბაიჯანის კი 1.8 მეათედი პროცენტით გაიზრდება. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყნის ეკონომიკა 2.7 მეათედი პროცენტით იზრდება, უკრაინის კი 2 პროცენტით. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა პროგნოზს აღემატება.

სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს ექსპერტები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე წარმატებულია, ზრდის მაჩვენებელი კი ყოველთვის ისტორიულ ნიშნულს აღწევს.

საერთაშორისო რეიტინგების პარალელურად, ეკონომიკური ზრდის განახლებულ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები