18 ივნისი 2026,   23:33
ვრცლად
კვიპროსში კორუფციული სკანდალი მძვინვარებს, რის ფონზეც ქვეყნის პრეზიდენტის მთავარი თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა

კორუფციული სკანდალი კვიპროსში - პრეზიდენტის თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილება მაღალჩინოსანმა მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სკანდალური მასალები გასაჯაროვდა. ინფორმაციას "პოლიტიკო" ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ მსჯელობენ ხელისუფლების წარმომადგენლები კანონისთვის გვერდის ავლის სქემებზე.

უკანონო დაფინანსებაზე, საარჩევნო შემოწირულობების ნაღდი ფულის სახით მიღებაზე. სქემაზე, რომელიც ბიზნესმენებს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან პრივილეგირებული ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს, ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელსაც პირველი ლედი ხელმძღვანელობს, ფინანსები, შესაძლოა, არამიზნობრივად გამოიყენებოდა.

"პოლიტიკო" წერს, რომ სკანდალი სერიოზულ დარტყმას აყენებს კვიპროსის ხელისუფლების რეპუტაციას, რომელიც მანამდე კორუფციასთან ბრძოლის პირობით მოვიდა.

დღის ამბები