12 აგვისტო 2026,   07:58
ვრცლად
კარგად ვიცით რა პროცესები მიდის ახლა "ნაცმოძრაობაში", სამართლიანი თვალსაზრისით, აღსასრულის პროცესი უდგათ და პრაქტიკულადაც მხარდამჭერები აღარ ჰყავთ - გურამ მაჭარაშვილი

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიაში ლიდერებს შორის უთანხმოებაა თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად, ლევან სანიკიძეს განიხილავს და ამ თემაზე კონსულტაციებს გადის. პარტიის წევრები მედიასთან ინფორმაციას ღიად არ ადასტურებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობას" სამართლებრივი თვალსაზრისით და არა მარტო, აღსასრულის პროცესი უდგათ.

"ჩვენ არ გვადარდებს და არც დანარჩენ საქართველოს. ძალიან კარგად ვიცით რა პროცესები მიდის ახლა "ნაცმოძრაობაში", სამართლიანი თვალსაზრისით, აღსასრულის პროცესი უდგათ და არა მარტო სამართლებრივი, პრაქტიკულადაც უკვე მხარდამჭერები მათ აღარ ჰყავთ. ახლა უკვე ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

თვითონ აფასებენ თავიანთ თავს, რომ არიან ურესურსო, ურეიტინგო და წყალწაღებულები და წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვსაუბრობ ბევრს მათზე, იმიტომ, რომ თვითონ საუბრობენ, რომ დამთავრდა მათი პოლიტიკური მოღვაწეობა და აქედან გამომდინარეა ზუსტად ის ფაქტიც, რომ მინიმალურზე მინიმალური მხარდამჭერები დარჩათ სწორედ იმ ანტიქართული პოლიტიკის გამო. იმიტომ, რომ ეს დევიზი, რომ რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი "ნაცმოძრაობისთვის", ჯერ კიდევ არსებობს და აქედან გამომდინარეობს, ამიტომ არის მათი ნულოვანი რეიტინგი დღეს საქართველოში", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები