19 ივნისი 2026,   01:10
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუმ და რუბიომ ირანში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სირიაში არსებული ვითარება და ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები განიხილეს.

ამასთან, როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "სერიოზულად განიხილავს" ირანზე დარტყმის საკითხს. სტატიაში ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ტრამპს წარედგინა რამდენიმე ვერსია, მათ შორის, საუბარია დარტყმებზე თეირანში არსებულ არასამხედრო ობიექტებზე.

დღის ამბები