18 ივნისი 2026,   23:43
ვრცლად
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ, ჩხრეკა ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩაატარა

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხრეკის დროს ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს.

ცნობისთვის, ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა უკრაინაში ხმაურიანი კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა. მანამდე, ანტიკორუფციულმა ეროვნულმა ბიურომ, ჩხრეკა ანდრეი ერმაკის ოფისში ჩაატარა.

დღის ამბები