10 აგვისტო 2026,   12:46
ვრცლად
ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი: ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, ​​რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია

ALDE-ს მიმართ დასავლეთიდან კრიტიკა ისმის. ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებით, ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც არ აინტერესებს არჩევნების შედეგები და დემოკრატია, მის ინტერესებში კი მხოლოდ საკუთარი იდეოლოგიის გატარებაა.

ესტონეთის "ცენტრისტული პარტიის" წევრი ამბობს, რომ ამის გამო მისმა პარტიამ 2024 წელს ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი დატოვა.

"ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, ​​რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია. სერიოზული კითხვაა: რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ან დამალონ სიმპათია გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ?! გაუგებარია, როგორ შეიძლება თავმოყვარე ჟურნალისტმა ან მედიასახლმა პარტიას, რომელსაც საზოგადოებაში თითქმის 50-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ულტრამემარჯვენე უწოდოს სრულიად სერიოზული სახით," - აცხადებს იააკ მედისონი.

დღის ამბები