Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს. 2026 წლის მდგომარეობით, საქართველო პასპორტის სიძლიერის რეიტინგი 33-ე ადგილზეა, მაშინ როცა 2015 წელს ის 59-ე ადგილზე იყო. 2024 წლიდან ქართული პასპორტის სიძლიერე 15 პროცენტით გამყარდა.
საქართველოს მოქალაქეს ვიზის გარეშე მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 79-ში შეუძლია მოგზაურობა. მსოფლიოს 50 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეს ვიზის აღება ადგილზე შეუძლია, ხოლო 4 ქვეყანაში - ელექტრონული წესით.
საქართველო პასპორტის რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს.