10 აგვისტო 2026,   22:03
ვრცლად
"დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, მოხდა 20-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია" - "ოქროს კიდობანში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის, ტერიტორიაზე 17 სახანძრო სპეცტექნიკა იყო მობილიზებული. შენობიდან 20-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა.

"ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. დაშავებული არავინ არ არის, დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი",- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები