10 აგვისტო 2026,   12:46
ვრცლად
აშშ-ის პოზიცია ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს - ლევან მაჭავარიანი

ვენეციის კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკა ვენეციის კომისიას დატოვებს, მათ დასკვნას პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების პროცესში ფასი აღარ ექნება.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვენეციის კომისია დიდი ხანია პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ ორგანიზაციად იქცა, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებდნენ.

"სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი აკეთებენ პოლიტიკურ შეფასებებს. ისიც ნუ დაავიწყდება ჩვენს საზოგადოებას, რომ მათი რეკომენდაციაა, ის, რაც კონსტიტუციაში ასახული გვაქვს, რომ ოჯახი არის ქალი და კაცის ერთობა, ეს ამოგვეღო ჩვენ კონსტიტუციიდან. ასევე, მათი რეკომენდაციაა გაგვეუქმებინა გამჭვირვალობისა და ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი. შესაბამისად, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის.

ზოგადად, აშშ-ის ეს პოზიცია, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებთ ჩვენ თვალყურს. ამ შემთხვევაში, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები, მოქნილები, პრაგმატულები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, რაც ჩამოყალიბდება ისე მოვერგოთ, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. 

დღის ამბები