"პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს სტრუქტურები, ჩატარებული რევიზიის შედეგად, შეფასდა, როგორც მფლანგველი, არაეფექტური და ქვეყნისთვის საზიანო", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს შეფასებით, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციები ფუნქციურად დუბლირებულია, ცუდად იმართება და აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგო დღის წესრიგს ატარებს,
"ადმინისტრაციის დასკვნით, აღნიშნული უწყებები ფუნქციურად დუბლირებულია, ცუდად იმართება და არ არის საჭირო. მათი ნაწილი კი იმ აქტორების გავლენის ქვეშაა მოქცეული, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო დღის წესრიგს ატარებენ და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებებსა და კეთილდღეობას.
პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია უცვლელია: დაუშვებელია ამერიკელი ხალხის სასიცოცხლო რესურსებისა და სიმდიდრის გაღება იმ ინსტიტუტებისთვის, რომელთაგან ქვეყანა სარგებელს ვერ იღებს. გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით დოლარის უცხოურ ინტერესებზე ხარჯვის ეპოქა დასრულდა. ეს ორგანიზაციები მიზანმიმართულად ცდილობენ ამერიკის სუვერენიტეტის შეზღუდვას. მათ საქმიანობას ის ელიტარული ქსელები ე.წ. მრავალფეროვანი "არასამთავრობო სექტორის კომპლექსი" უწევს პოპულარიზაციას, რომელთა დემონტაჟიც ჩვენ უკვე დავიწყეთ USAID-ის დახურვით", - განაცხადა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, აშშ 66 ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისია.