18 ივნისი 2026,   23:39
ვრცლად
"რუსეთსა და ჩინეთს NATO-სი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე და ეჭვი მეპარება, NATO ჩვენ გვერდით დადგეს, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს" - დონალდ ტრამპი

ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს NATO-სი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე.

"ეჭვი მეპარება, რომ NATO ჩვენ გვერდით იქნება, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს. ჩვენ ყოველთვის NATO-ს გვერდით ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი", – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

დღის ამბები