18 ივნისი 2026,   23:44
ვრცლად
შვეიცარიაში, ახალი წლის ღამეს გაჩენილი ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მოთხილამურეებმა გულის ფორმის მემორიალი შექმნეს

შვეიცარიაში, მოთხილამურეებმა, ახალი წლის ღამით ბარში გაჩენილი ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, გულის ფორმის მემორიალი შექმნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს, 

ათობით მოთხილამურე კრანს-მონტანას ფერდობებზე შეიკრიბა.

შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს, ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 116 დაშავდა.

შვეიცარიის პროკურატურამ ბარ Le Constellation-ის მენეჯმენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები