18 ივნისი 2026,   23:33
ვრცლად
ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა გამოსცა. პატივს მიაგებენ ნიკოლას მადუროს დაკავებისას დაღუპულ სამხედროებს. ოფიციალური კარაკასის ინფორმაციით, პენტაგონის სპეცოპერაციას ოცზე მეტი ვენესუელელი ოფიცერი ემსხვერპლა.

ვენესუელაში არსებულ ვითარებას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "თრუს სოუშალის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქვეყნის დროებითი ხელისუფლება აშშ-ს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე ნავთობს გადასცემს, გაყიდვით მიღებული თანხა კი ტრამპის ზედამხედველობის ქვეშ ვენესუელისა და აშშ-ის ხალხების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული.

დღის ამბები