ნიკოლას მადუროს ნიუ-იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი მარტში გაიმართება.
ვენესუელის პრეზიდენტი სასამართლოში, ცოლთან ერთად, ბრუკლინის ციხიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს. შტატები მათ ნარკოტრეფიკინგსა და ისეთი იარაღის შენახვას ედავება, რასაც შეიძლება შტატებისთვის საფრთხე შეექმნა.
საერთაშორისო საზოგადოება კვლავ აქტიურად განიხილავს 3 იანვრის სპეცოპერაციას, როცა ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში სხვადასხვა ობიექტი დაბომბეს, ვენესუელის პრეზიდენტი და მისი ცოლი კი დააპატიმრეს.
ახლა ტრამპს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.