18 ივნისი 2026,   20:05
ვრცლად
კოლუმბიის მთავრობა აცხადებს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში შტატებთან თანამშრომლობას გააგრძელებს - Reuters

კოლუმბიის მთავრობა აცხადებს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში შტატებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, - ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნარკოლაბორატორიებს, კრიმინალურ ორგანიზაციებსა და მათ ბანაკებს ამოიღებს მიზანში.

"ჩვენ გავაგრძელებთ ამ უბედურების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით კოლუმბია-ვენესუელის საზღვარზე", – განაცხადა კოლუმბიის იუსტიციის მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა კი ამერიკელი კოლეგა ქვეყანაში მიიწვია, რათა პირადად გაეცნოს ნარკოტიკებთან ბრძოლის მცდელობებს.

დღის ამბები