13 აგვისტო 2026,   19:26
ვრცლად
ამ ქალაქების აშენება დაკავშირებულია ძალიან კონკრეტულ საფრთხესთან... კონკრეტულ ციფრებზე, ფასსა და ღირებულებაზე მე არასდროს მისაუბრია, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ - ფავლენიშვილი "იგლ ჰილსის" პროექტებზე

კიდევ ერთი დასტური, რომ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანია სიცრუეზე არის აგებული - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "იგლ-ჰილსის" პროექტზე საუბრობენ. კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ფასებზე, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელ კომპლექსში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 2 ათასი დოლარიდან დაიწყება, რაც აპარტამენტის რემონტსაც ითვალისწინებს.

უმრავლესობაში იხსენებენ ოპოზიციის ცრუ კამპანიას და განცხადებებს, რომ კვადრატულის ფასი 10 ათას დოლარამდე იქნებოდა. მათი თქმით, დეზინფორმაციის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.

”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ფასს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ქალაქების აშენება დაკავშირებულია ძალიან კონკრეტულ საფრთხესთან.

"თანხას რა მნიშვნელობა აქვს, ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ზოგადად, ამ ქალაქების აშენება დაკავშირებულია ძალიან კონკრეტულ საფრთხესთან. შეიძლება ვიხილოთ ქალაქები, სადაც ქართველები საერთოდ არ ცხოვრობენ - ეს პრობლემაა. კონკრეტულ ციფრებზე, ფასზე და ღირებულებაზე მე არასდროს მისაუბრია, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები