14 აგვისტო 2026,   07:06
ვრცლად
ოპოზიცია ინვესტიციით დაწყებული ვენესუელით დამთავრებული, ყველგან, ყველაფერს ეძებს, რომ ჩვენს ქვეყანას რამე ზარალი მიადგეს - ირაკლი ქადაგიშვილი

კიდევ ერთი დასტური, რომ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანია სიცრუეზე არის აგებული - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "იგლ-ჰილსის" პროექტზე საუბრობენ. კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ფასებზე, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელ კომპლექსში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 2 ათასი დოლარიდან დაიწყება, რაც აპარტამენტის რემონტსაც ითვალისწინებს.

უმრავლესობაში იხსენებენ ოპოზიციის ცრუ კამპანიას და განცხადებებს, რომ კვადრატულის ფასი 10 ათას დოლარამდე იქნებოდა. მათი თქმით, დეზინფორმაციის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია, ინვესტიციით დაწყებული, ვენესუელით დამთავრებული, ყველგან, "ყველაფერს ეძებს, რომ ჩვენს ქვეყანას რამე ზარალი მიადგეს".

"ოპოზიცია, ინვესტიციით დაწყებული, ვენესუელით დამთავრებული, ყველგან, ყველაფერს ეძებს, რომ ჩვენს ქვეყანას რამე ზარალი მიადგეს. გამომდინარე აქედან, ეს უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ერთი მიზეზის გამო, რომ ეს გამოიწვევდა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებას. ეს იყო ამოსავალი წერტილი მათი ასეთი დამოკიდებულების. ჩვენ დავინახეთ, რომ ინვესტიცია ხორციელდება, ჩვენ დავინახეთ ფასი, რომელიც უკვე გამოცხადდა - 2 000 დოლარი. დღეს, საქართველოში კარგ უბნებს რასაც ეძახიან, კარგი მშენებლობებისათვის ის ფასია, რომელიც თბილისში ჩვეულებრივ ფასად ითვლება. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი საინვესტიციო პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდება. რა თქმა უნდა, ამ დეველოპერული პროექტის ბენეფიციარების დიდი უმრავლესობა ისევ საქართველოს მოსახლეობა იქნება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები