კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნულ სასახლეში წარმოდგენილი იყო მუსიკალური ზღაპარი - "ახალი წლის ღამე ტყეში".
მუსიკალურ-თეატრალიზებულ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს სასახლის მოსწავლეებმა: ნიკა გულუაშვილმა, ანდრია დუგლაძემ, ბარბარე ქსოვრელმა, სიდონია იაკობაძემ; მუსიკალური სტუდია "მზიურის სკოლის" წევრებმა და კონკურს "რანინას" მონაწილეებმა. წარმოდგენაში, სპეციალური მოწვევით, ითამაშა მსახიობმა ქეთი კანტიძემ.
საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
საახალწლო წარმოდგენის რეჟისორია მალხაზ ასლამაზაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - ქეთი გაბისიანი, მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი.
ეროვნულ სასახლეში მუსიკალური ზღაპარი ასევე წარმოდგენილი იქნება 5, 6, 8 და 9 იანვარს. 8 იანვარს მას სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი მშობლები უსასყიდლოდ დაესწრებიან.